პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის ჩატარების ღირებულება იზრდება.
კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებითვე, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას – 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი – 135 ლარი. დღეს იგივე მომსახურება შაბათ-კვირას 150 ლარი ღირს, ხოლო ჩვეულებრივ დღეებში 90 ლარი ღირს.
სერვისების სააგენტოს ფილიალის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია დღეს 170 ლარი ღირს. აგვისტოდან კი, ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.
წყარო: bm,ge