ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მეათე კლასის მოსწავლე გიორგი არაბიძე თბილისში გამართულ მოცარტის მერვე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
კონკურსში, რომელშიც ქართველ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის ავსტრიის, გერმანიის, ყაზახეთის წარმომადგენლები, გიორგი არაბიძემ პირველი პრემია მიიღო მის პედაგოგთან, ლედა კანკავასთან ერთად. გიორგი არაბიძემ კონკურსზე დაუკრა მოცარტის სონატა k.570, შოპენის სკერცო, თხზულება 20.
წარმატებული ქუთაისელი ახალგაზრდა ბორჯომში გამართული თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მერვე საერთაშორისო კონკურსის მეორე ადგილის მფლობელია, ასევე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის საერთაშორისო კონკურსის მეორე ადგილის მფლობელი და თიბისი ბანკის სტიპენდიანტი.
ავტორი