ქუთაისში მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა აბაშიძის ორ ნომერში დღეს დილით მოხდა.
ჩამსხვრეულია მაღაზიის კარის მინა.
პირველადი ინფორმაციით, წაღებულია ფული, რომელიც სალაროში ინახებოდა. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ჩვენი ინფორმაციით, პოლიციამ უკვე ამოიღო კამერების ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, რომ ქურდობა ,სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.
დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” შსს-ში არკვევს.
უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ავტორი