35 წლის ქალბატონი 75 წლის მამამთილმა სანადირო თოფით დაჭრა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც პირველი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ზაზა კოპლატაძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სოფელ საბუეში გამგებლის წარმომადგენელი გოდერძი ჭიტაშვილი ამბობს, რომ 35 წლის ქალბატონს სახლში მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. ასევე, გამგებლის თქმით, ოჯახში კომფლიქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ამ ფაქტის გამომწვევი მიზეზი მისთვის უცნობია.
შსს-ში ფაქტთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ დაჭრის ფაქტი გუშინ მოხდა. მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას შეეცადა, მაგრამ პოლიციამ მისი დაკავება მოახერხა.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი. გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
1tv.ge