დღეს, ქალაქ ოზურგეთში, პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგი უგულავა და ირმა ნადირაშვილი იმყოფებოდნენ. მათ ოზურგეთში პარტიული ოფისი გახსნეს, რომლის ხელმძღვანელად “ენმ“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილი ლიდერი მიხეილ გოგოტიშვილი წარადგინა:
“დღეს ჩვენ ჩამოვედით და გურიაში ვაკეთებთ პირველ განაცხადს, სულ მალე გაიხსნება პარტიული ოფისები, საზოგადეობა კარგად იცნობს მიხეილ გოგოტიშვილს, ის საკრებულოს წევრია და ხელმძღვანელობდა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას”.
ჩვენი კარი ღია ყველა ადამიანისთვის, შემოგვიერთდა ასევე ლევან ჩხაიძე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს, პარტია “ევროპული საქართველო“ არის პარტია, რომელიც აერთიანებს და არ ჰყოფს, იმიტომ, რომ “ევროპულ საქართველოში“ ყველა ადამიანის ადგილია”, _ განაცხადა უგულავამ.