განათლების მინისტრის მოადგილის თემურ მურღულიას განცხადებით, ამ ეტაპზე კონდიციონერები 5 ცენტრში მონტაჟდება, 6 ივლისიდან კი, როდესაც ეროვნული გამოცდების შუა დღის სესიები დაიწყება, ყველა საგამოცდო ცენტრი გაგრილების სისტემით უზრუნველყოფილი იქნება.
“ჩვენი ამოცანაა საქართველოს ყველა საგამოცდო ცენტრში პარასკევამდე კონდიციონერები იყოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმას 100%-ით თუ არა, მაქსიმალურად მივუახლოვდებით. ახლა ვენტილატორები ყველგან აყენია, საუბარია კონდიციონერების მონტაჟზე. არის ასევე ტექნიკური პრობლემებიც: ქუთაისის პირველი სკოლა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და იქ გარედან კონდიციონერის დაყენება სრულიად გამორიცხულია. შიდა კონდიცირება ანუ მობილური სისტემები იქნება ასეთ შემთხვევაში“,- განაცხადა მურღულიამ.