პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“აქციის მონაწილეების დათვლით კი ნუ ხართ დაკავებულები ზოგიერთები, ისედაც მთელმა მსოფლიომ იცის, რომ “საზეიმო”, მითუმეტეს ასე, ძალით, არაფერი გვაქვს. ყველა წესიერ და პატიოსან ადამიანს მოგიწოდებთ, ვინც აქციაზე ხართ თუ სახლებში სხედხართ, ყველამ დავიჩოქოთ და ვილოცოთ, რომ ის ბავშვი, უხეში პროტესტის გამოხატვის გამო რომ საბოლოოდ მეცხრე სართულიდან გადმოხტა – გადარჩეს. ღმერთმა დაიფაროს!“ – წერს კვაჭანტირაძე.
როგორც გავარკვიეთ, ეს სტატუსი 15 წლის მოზარდს ეხებოდა, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა 12 დეკემბერს დიღმის მასივში მოხდა. მას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.