რამდენიმე დღის წინ ტოკიოს უნივერსიტეტმა რობოტოტექნიკის უნიკალური მიღწევა – “9 თვის ბავშვი ნაბი” წარადგინა. ნაბი აგებულებით ზუსტად შეესაბამება 9 თვის ბავშვს.
მისი სიგრძე 71 სმ-ია, წონა – 7,9 კგ. პოლიურეთანის “კანი” კი 600 სენსორს შეიცავს, რითაც ნაბი შეხებასაც აღიქვამს (სმენასა და მხედველობასთან ერთად).
ნაბი ნამდვილი ბავშვივით ითხოვს სათამაშოებს და იძლევა მეცნიერული დაკვირვების შესაძლებლობასაც, თუ როგორი სისწრაფით ვითარდება ბავშვი.