ლომი _ ლომის ზოდიაქოს პლანეტა-მფარველი მზეა, ამიტომ ამ ადამიანებს, ერთი მხრივ, გასაოცრად თბილი, დიდი გული აქვთ, მეორე მხრივ კი, უარყოფით გამოვლინებაში ამბიციურობა და ამპარტავნული გამოხდომებიც ახასიათებთ.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გარემოში იზრდებოდა ლომი. თუკი მას ბავშვობიდან ასწავლეს სხვების თანაგრძნობა, სუსტების მფარველობა და გულისხმიერება, იგი ნაკლებად გაიზრდება ამპარტავან პერსონად.
სხვა მხრივ კი, ლომების უგზო-უკვლო ქედმაღლობა და არაჯანსაღი ამბიციები ხშირად ხდება გარშემო მყოფებში გულისწყრომის საგანი.