ქალწული
დეტალებზე ორიენტირებული, ქრონიკული “ვორკოჰოლიკი” და წესრიგზე შეყვარებული მამრია. მართალია, ყოველთვის აქვს ფული და კარგი ფინანსური ბეგრაუნდის პატრონია, მაგრამ მერწმუნეთ, მხოლოდ ამ მოტივაციით მასთან ოჯახის შექმნა არ ღირს.
მით უმეტეს, თავადაც ძნელად იღებს დაოჯახების შესახებ გადაწყვეტილებას. ქალწული მამაკაცი რთულად ასატანი ქმარია. მის ცოლს მოეთხოვება, მუდამ იყოს მოწოდების სიმაღლეზე.
სახლი იდეალურ წესრიგში იქონიოს, თავად კი ჰიგიენურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ამასთანავე, არა გამომწვევად. იცოდეს ფულის ყადრი და გონივრული ეკონომია. ნაკლებად უბურღოს ქმარს ტვინი სამსახურის შემდეგ, როცა იგი საღამოს სიმშვიდეში გატარების მომხრე იქნება. გახსოვდეთ, იგი შეშლილია საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე. ამიტომ მოგეთხოვებათ შეისწავლოთ მისი კვების გრაფიკი, კვებოთ საათობრივად და რაც მთავარია, ჯანსაღად. მოკლედ, იზრუნოთ მისი ნარცისული იმიჯის მაქსიმალურ სრულყოფაზე.
ბონუსად მიიღებთ ერთგულ ქმარს, რომელიც იშვიათად დადის საეჭვო ყოფაქცევის ქალებში. საღამოებს მუდამ ატარებს სახლში და მუდმივად ზრუნავს თავისი მატერიალური დონის ამაღლებაზე.