შვეიცარიაში, ბაზელის ბოტანიკურ ბაღში აყვავდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი “Titan Arum”.
მისი სიმაღლე 2, 27 მეტრია, ყვავილის ფურცლები მუქი წითელია, ხოლო ყლორტი ყვითელი.
მიუხედავად იმისა, რომ ყვავილი გაფუჭებული ხორცის სუნს გამოსცემს, მის სანახავად მაინც ბევრი ადამიანი მოვიდა.
არომატის გამო “ტიტან არუმს” “გვამის ყვავილი” შეარქვეს.
ამისთანა მკვეთრი სუნი და ფერი პირველ რიგში ბუზებს და ხოჭოებს იზიდავს. ბუნებრივ პირობებში ყვავილი მხოლოდ ინდონეზიაში, სუმატრას კუნძულზე იზრდება.
იგი აგრეთვე ბოტანიკურ ბაღებში მოჰყავთ. “ტიტან არუმი” მხოლოდ 20 – 40 წელიწადში ერთხელ იშლება და ისიც სულ რაღაც 2 დღე ჰყვავის. შვეიცარიაში ყვავილი პირველად აყვავდა.