ოლიმპო – ეს არის ჩამქრალი ვულკანი მარსზე, რომელიც მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთაა.
მისი სიმაღლე 27 კილომეტრია საფუძვლიდან, ხოლო 25 კმ. მარსის საშუალო სიმაღლიდან. ეს რამდენჯერმე აღემატება ევერესტის სიმაღლეს. ოლიმპო 540 კილომეტრზეა გადაჭიმული და გვერდებზე 7 კილომეტრი სიმაღლის ციცაბო ფერდობები აქვს. ასეთი ფერდობების წარმოქმნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ვულკანური კალდერის სიგრძე 85 კილომეტრია, სიფართე 60 კმ. სიღრმე კი 3 კილომეტრს აღწევს. შედარებისათვის, დედამიწაზე ყველაზე დიდი ვულკანის მუანა-ლოას კრატერის სიფართე მხოლოდ 6.5 კმ-ს აღწევს.
წნევა ვულკანის მწვერვალზე მარსის საშუალო წნევის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ევერესტის მწვერვალზე ეს მაჩვენებელი 25%-ია.
ვულკანს იმდენად დიდი ფართობი უჭირავს, რომ მარსის ზედაპირიდან მისი მთლიანად დანახვა შეუძლებელია. ოლიმპოს პროფილის გადაღება მხოლოდ ორბიტიდანაა შესაძლებელი.