ტყუპები
ცნობილი ფაქტია, რომ ტყუპებში ორი ადამიანი ცხოვრობს. თუ ერთ-ერთი თქვენზე ჭკუას კარგავს და სილამაზის ეტალონად მიაჩნიხართ, არ არსებობს გარანტია, რომ მეორეც ეთანხმება. თუ თქვენ გვერდში მყოფი ტყუპი თავს ვერ აკონტროლებს და სხვა ქალებისადმი ამჟღავნებს ინტერესს, იცოდეთ, მისი ,,მეორე მეა” გააქტიურებული. ქვეცნობიერის დონეზე, მასაც სურს პარტნიორის პოვნა.
ლომი
ლომი სხვა ქალებს უყურებს იმიტომ, რომ აინტერესებს, ყურადღების ცენტრში თუა მოქცეული; ამოწმებს, ხომ არ დაუკარგავს ქარიზმა და მანდილოსნების მონუსხვის უნარი?! მას უზომოდ სიამოვნებს, როცა საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ერთმანეთს ეჩურჩულებიან: “შეხედე, რა მიმზიდველი კაცია!” თუ ლომის მეორე ნახევარი გაბრაზდება, ჩემკენ გამოიხედე, სად გაგირბის თვალებიო, ლომი ვერ გაიგებს მისი მრისხანების მიზეზს.
ქალწული
გაგიკვირდებათ, მაგრამ ქალწული სხვა ქალებს ერთადერთი მიზეზით ათვალიერებს: აინტერესებს, რომელიმე თავის რჩეულს თუ გაუტოლდება გარეგნობით, სტილითა და თავდაჭერილობით. ამ ნიშნით დაბადებული კაცები უცხო მანდილოსნებს აკრიტიკებენ, ნაცვლად იმისა, რომ მათთან ფლირტი მოისურვონ.