ცოტა ხნის წინ მამაკაცების პოპულარულმა ჟურნალმა “Maxim” “ყველაზე ულამაზო ქალის” გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა.
“საპატიო” პირველ ადგილზე სერიალის, “სექსი დიდ ქალაქში”, ვარსკვლავი სარა ჯესიკა პარკერი გავიდა.
სარა ჯესიკას ბოლო დროს ისედაც ნაკლებად უმართლებს, მაგრამ გული არ უნდა გაიტეხოს – საკმაოდ “პრესტიჟულ” კამპანიაში აღმოჩნდა.
წუნია მამაკაცების მიერ შედგენილ სიაში მადონა და ბრიტნი სპირსიც მოხვდნენ.