სასწორი
მისი პრობლემა მერყევი ხასიათია. იგი მუდმივად ელის ცხოვრებაში იმას, რომ ერთ დღესაც ზეცა გაიხსნება და წარმატება მას თავად “გამოიცეკვებს” ცხოვრების აქტიურ ფერხულში ჩასართველად.
თუკი გვერდით ძლიერი ქალი ჰყავს ცხოვრების მეგზურად (და ეს, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში ასეც არის, იმიტომ, რომ მისი ვიზუალური მონაცემები და მჭევრმეტყველება ქალებს მარტივად ახვევს თავბრუს), მამაკაცი სასწორი ბოჰემურ უსაქმურობაში გაატარებს ცხოვრების საუკეთესო წლებს და ყოველთვის ექნება მიზეზი იმის ასახსნელად თუ რატომ იქცევა ასე.
სასწორები პოლემიკისა და კამათის დიდოსტატები არიან. შესაბამისად, თუ მასთან კამათს დააპირებთ ამ თემაზე, იგი აუცილებლად მოახერხებს დაგიმტკიცოთ საპირისპირო და თავს უსაქმურად არც არასოდეს აღიარებს. მას რომ ჰკითხოთ – უბრალოდ, შესაფერის დროსა და პერსპექტიულ წინადადებებს ელოდება, რომელიც არა და არ ჩანს… და რაც უნდა სამწუხარო იყოს, არც არასოდეს გამოჩნდება, სანამ იგი ზის და ელის.