სამხრეთ აფრიკაში, ადამიანებს, რომლებსაც კოვიდტესტის დადებითი პასუხი აქვთ, მაგრამ სიმპტომები არ აღენიშნებათ იზოლაციაში ყოფნა აღარ მოუწევთ,_ ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.
როგორც ცნობილია, იზოლაციის ვადა 10 დღიდან 7 -ამდე შემცირებულია იმ პირებისთვისაც, ვისაც დადებითი ტესტის პასუხთან ერთად სიმპტომებიც აქვთ.
გადაწყვეტილების თანახმად, იზოლაციაში ყოფნა აღარ ჭირდებათ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს, იმ შემთხვევაში თუ მათ სიმპტომები არ აქვთ.