„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ ნახოთ, სხვა ქვეყანაში წასვლა რაღად გინდათ – იგი აქ არის, ინდონეზიაში, ფლორესის კუნძულებზე”, – ასე ეუბნებიან ინდონეზიელები ტურისტებს.
ეს საოცრება რომ ნახოთ, კელიმუტუს მთის მწვერვალზე უნდა ახვიდეთ. იქიდან მართლაც საოცარი სანახაობა გადაგეშლებათ თვალწინ.
ერთ მხარეს რომ გაიხედავთ, დაინახავთ ტბას, რომელშიც რძესავით თეთრი წყალია, მაგრამ მეორე მხარეს გაჰხედავთ და თვალწინ გადაგეშლებათ სისხლისფერად წითელი ტბა. კიდევ შებრუნდებით და თვალს მოგტაცებთ მოლურჯო მწვანე ტბა. სანახაობა ისე იცვლება, თითქოს კალეიდოსკოპში იყურებით.
მეცნიერებმა ამოიცნეს „ქვეყნიერების მერვე საოცრების“ საიდუმლოება.
სამივე ტბა ჩამქრალი ვულკანების კრატერებში მდებარეობს. მათი წყალი სხვადასხვა ფერის იმიტომ არის, რომ სხვადასხვა ფერის მინერალებია მასში გახსნილი. წითელ ფერს წყალს აძლევს რკინის შენაერთები, თეთრ და მოლურჯო-მწვანე ფერს კი – გოგირდის სხვადასხვანაირი ნაერთები.
ავტორი