საბერძნეთში, ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე შტორმის შედეგად 6 ტურისტი დაიღუპა, 30 კი დაშავდა, _ მომხდარის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის რუმინეთის 2 მოქალაქე, ქალი და ბავშვია. მათ რესტორნის სახურავი დაეცათ.
დაღუპულებს შორის არის ასევე რუსეთის 2 მოქალაქე, ისინი ხის დაცემის შედეგად დაიღუპნენ.
მათ გარდა, დაღუპულებს შორის ჩეხი წყვილია.
უამინდობამ კურორტზე ელექტრო ენერგიის შეწყვეტა გამოიწვია.
„შუქი გაითიშა. სანაპიროზე ქაოსი იყო. ხალხი გარბოდა, ყვიროდნენ და ცდილობდნენ სანაპიროს გაცლოდნენ“,_თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა BBC-ისთან, რომელიც სანაპიროზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და თან 2 მცირეწლოვანი ბავშვი ახლდა.
„მსგავსი რამ პირველად მოხდა ჩემი 25 წლიანი კარიერის განმავლობაში“, _ამბობს სამედიცინო ცენტრის დირექტორი.
რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიის ზონაში 100-ზე მეტი მაშველი მუშაობს.
სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მომხდარს „უპრეცედენტო ფენომენი“ უწოდა.