საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, კალა-უშგულის და დიზი-ლახამულას მონაკვეთებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
“ქვისცვენის და ზვავების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამულა) და ამავე საავტომობილო გზისკმ178-კმ183 (კალა-უშგული) მონაკვეთებზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.