ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გამნაღმველები მუშაობენ.
როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ერთ-ერთმა მოქალაქემ საეჭვო ყუთი შენიშნა და სამართალდამცავები გამოიძახა.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, სამართალდამცავებმა გამოძახების ადგილზე სუნამოს ცარიელი ფლაკონი აღმოაჩინეს.