ახალი წელი ზოგიერთ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში 13 იანვრის ღამეს (14 იანვარს) არაოფიციალურად აღინიშნება ძველით ახალი წელი დღესასწაული, რომელიც გამოწვეულია ქრონოლოგიის ცვლილებით.
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის “ძველი სტილის” კალენდარი, მეორე კი გრიგორიანული ”ახალი სტილის” – რომლითაც ცხოვრობენ თანამედროვე ადამიანები.
ამ განსხვავებამ XX XXI საუკუნისათვის შეადგინა 13 დღე-ღამე, ამიტომაც ახალი წელი ძველი სტილით აღინიშნება 13 დან 14 იანვრის ღამეს იმ ქვეყნებში, სადაც მართმადიდებლური ეკლესია კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს. პრაქტიკულად ყველა ევროპული სახელმწიფო გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში.
რუსეთში ცვლილება მოხდა 1918 წლიდან.ახალი 2014 წელი ვინაიდან თანამედროვე ახალი წელი ემთხვევა მარხვის პერიოდს, იმ ქვეყნებში სადაც მართმადიდებლური ეკლესია იყენებს იულიუსის კალენდარს, მორწმუნე ადამიანებს ძველით ახალი წელი აძლევს საშუალებას იზეიმონ ახალი წლის დადგომა, როდესაც მარხვა უკვე დასრულებულია.
ძველით ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია შემონახულია ბელორუსიასა და უკრაინაში, სადაც 14 იანვრის წინა საღამოს “უხვს” უწოდებენ, რამდენადაც მიღებულია მარხვის შემდეგ მდიდრული სუფრის გაშლა. ყოფილ იუგოსლავიაში (სერბია, ჩერნიგორია, მაკედონია) ასევე ზეიმობენ ამ თარიღს. სერბები მას “სერბულ ახალ წელს” უწოდებენ. ჩერნიგორიაში კი ძველით ახალ წელს “ნამდვილ ახალ წელს” უწოდებენ.
ახალ წელს ხვდებიან ამ დღეს საბერძნეთშიც და მას წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ. რუმინეთში ამ თარიღისათვის აცხობენ ღვეზელებს სიურპრიზებით: მონეტებით, ფაიფურის ფიგურებით, ბეჭდებით.
შვეიცარიის ზოგიერთ გერმანულენოვან კანტონში 13 იანვრის საღამოდან იწყებენ საზეიმო სვლას ქუჩებში და წმინდა სილვესტერის დღის აღნიშვნას. ამას გარდა ახალ წელს ძველი სტილით აღნიშნავენ უელსში.
[sexy_author_bio]