კომპანია FinBook წარმოადგენს შუამავალს თქვენს და საკრედიტო კომპანიებს შორის და გიწევთ სრულ კონსულტირებას თქვენთვის სასურველი დაფინანსების მისაღებად. ჩვენ ვფლობთ სრულ და გადამოწმებულ ინფორმაციას იმ ავტოლომბარდების შესახებ, რომელსაც შეუძლია უზრუნველგყოთ თქვენთვის საჭირო დაფინანსებით. Finbook დაგეხმარებათ კრედიტის სწორად და გონივრულად შერჩევაში.
როგორ მუშაობს Finbook? განვიხილოთ შემთხვევა ავტოსესხის მაგალითზე: თქვენ გსურთ ავტოლომბარდით სარგებლობა, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი ინფორმაცია, შესაბამისად ვერ იღებთ გადაწყვეტილებას თუ რომელ კომპანიას მიმართოთ. ასევე არ გაქვთ საკმარისი დრო განაცხადების შესავსებად ყველა შესაძლო კრედიტორთან და გიმცირდებათ დამტკიცების ალბათობა. Finbook.ge გეხმარებათ მარტივად მოაგვაროთ არსებული პრობლემა. თქვენ ავსებთ განაცხადს ჩვენს გვერდზე და ელოდებით დადასტურებას. Finbook აგზავნის განაცხადს სხვადასხვა საკრედიტო კომპანიებში, რომელთაც აქვთ ავტოლომბარდის სერვისი და რომლებიც მაქსიმალურად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. კომპანია ითვალისწინებს ასევე დამტკიცების მაღალ ალბათობას.
Finbook Avtolombardi-ს უპირატესობები შემდეგში მდგომარეობს:
თანხის მიღება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ ონლაინ განაცხადის საფუძველზე.
Finbook თანამშრომლობს მხოლოდ სანდო ორგანიზაციებთან, რომელთაც არ აქვთ დაფარული ხარჯები, შესაბამისად დაზღვეული ხართ ფარული გადასახადებისაგან.
(R)