ერთი გარემოდან მეორეში გადასვლისას სინათლის სხივი გარდატეხას განიცდის, ე .ი. იცვლის თავის გავრცელების მიმართულებას
მირაჟი, ანუ “ფატა-მორგანა” ოპტიკური ცთომილებაა. მოგზაური უდაბნოში ან ზღვაზე ხანდახან ხედავს სხვადასხვა სახის მოჩვენებით სურათებს, მაგალითად, ოაზისებს, ქალაქებს და სხვ. პირველად ეს მოვლენა ეგვიპტეში ნაპოლეონის ექსპედიციის ერთ-ერთმა მონაწილემ ფრანგმა მეცნიერმა მონჟმა (1746-1818) ახსნა.
მირაჟი უფრო ხშირად უდაბნოს ცხელ ქვიშრობებში შეინიშნება, რადგანაც გავარვარებული ქვიშა ახურებს ჰაერის ქვედა ფენებს, რის შედეგადაც ჰაერის სიმკვრივე მცირდება. შორი საგნიდან მომავალი სინათლის სხივი ზღვრული კუთხით ეცემა ჰაერის ქვედა ფენებს, რის შედეგადაც სხივი კი არ გადატყდება, არამედ განიცდის სრულ შინაგან არეკვლას და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება თვალს.ასე იქმნება მოჩვენებითი სურათი.
მირაჟი მარტო უდაბნოში როდი ჩნდება, ასეთ მოვლენებს ადგილი აქვს ზომიერი ჰავის ქვეყნებშიც, მაგალითად, პოლონეთში, ქალაქ გდიანიაში ერთ დროს გამოჩნდა ჰამბურგის პორტის მირაჟი.
ავტორი