„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ლანჩხუთში, „ქართული ოცნების“ შტაბში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა კილაძე მივიდა, რაც დააფიქსირეს კიდეც.
„ფოტოც გადავუღეთ „ოცნების“ ოფისში შესვლისას. უკვე ისე „განაგლდნენ“, რომ დღისით, მზისით ოლქის თანამშრომლები პარტიულ შტაბში დადიან. ამის ყურადღების გარეშე დატოვება შეუძლებელი იყო და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩავაყენეთ მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში. როცა დარწმუნდა, რომ ფაქტის დამადასტურებლად ფოტოც გვქონდა, კილაძესაც არ დაუმალავს, რომ მართლაც იმყოფებოდა „ოცნების“ შტაბში, ოღონდ იქ მისვლის მიზეზად საყოფაცხოვრებო მიზეზი მოიტანა“,- ამბობს ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა.
ზემონახსენებ ფაქტთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ შეეცადა კომენტარი ლაშა კილაძისგანაც მოეპოვებინა, თუმცა იგი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
[sexy_author_bio]