https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა და რატომ დაემართა პრიგოჟინს? – ვერსიები

10:25; 25.08.2023
მსოფლიო
Share on FacebookShare on TwitterEmail

„ვაგნერის“ ჯფუგის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, მის მიერვე წამოწყებული წარუმატებელი აჯანყებიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დაიღუპა. ყოველ შემთხვევაში, ავიაკატასტროფიდან მალევე რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა დაადასტურეს, რომ პრიგოჟინი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრთა შორის იყო. თუმცა, ოფიციალურად, მისი ცხედარი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

უსაფრთხოების გარანტიები

აჯანყება, რომელიც თავად პრიგოჟინმა, – იქამდე,კრემლთან საკმაოდ დაახლოებულმა ოლიგარქმა, – „სამართლიანობის მარშად“ მონათლა, 24 საათიც არ გაგრძელდა და იმით დასრულდა, რომ მოსკოვისგან 200 კილომეტრში მყოფი „ვაგნერელები“ შეჩერდნენ მას შემდეგ, რაც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით შედგა შეთანხმება: „ვაგნერი“ და პრიგოჟინი ბელარუსში გადაიხვეწებოდნენ, სანაცვლოდ კი შემდგომი დევნისგან დე ფაქტო იმუნიტეტს მიიღებდნენ, რისი გარანტორიც ვლადიმერ პუტინი იყო. რუსეთის პრეზიდენტი, მისი ბელარუსელი კოლეგის თქმით, პრიგოჟინს „არ დაბრიდავდა“.

თუმცა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი ბუდანოვი ამბობდა, რომ ფსბ-მ პრიგოჟინის მოკვლის ბრძანება მიიღო.

ბელარუსში პრიგოჟინის ყოფნაზე ინფორმაცია დიდად არ გაუვრცელებია არც იქამდე აქტიური „ვაგნერელების“ ხელმძღვანელს და არც მედიას. თუმცა პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია პრიგოჟინის ყოფნაზე ხან მოსკოვში, ხანაც მშობლიურ სანქტ-პეტერბურგში – მათ შორის, შესაძლოა, ფორუმზე, რომელსაც პუტინიც კი ესწრებოდა.

„ვაგნერელებთან“ დაახლოებული ტელეგრამ-არხი, „ვჩკ-ოგპუ“ კი ავრცელებს პრიგოჟინის ნაცნობის განცხადებას, რომლის თანახმადაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელს ეგონა, რომ პუტინი მას არაფერს უზამდა, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტზე კომპრომატი ჰქონდა:

„პრიგოჟინი დარწმუნებული იყო, რომ პუტინი ყველაფერს აპატიებს და არაფრის ეშინოდა. ამბობდა, რომ ბევრი რამ იცის… ვნახოთ, ხომ არ გამოჩნდება რამე მისი არქივებიდან“.

რა დაემართა თვითმფრინავს?

რუსულ საგამოძიებო უწყებებს ჯერ არ გაუსაჯაროებიათ კატასტროფის ოფიციალური მიზეზი. არსებული ცნობით, მომხდარის ყველა ვერსიაზე მუშაობენ – ადამიანურ შეცდომაზე, „გარე გავლენაზე“, ტექნიკურ გაუმართაობაზე და სხვ.

რუსული დამოუკიდებელი მედია „მედუზა“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეოს ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომ „თვითმფრინავის მართვა სრულიად დაირღვა, ის უკონტროლოდ ვარდება. ხმის მიხედვით, მუშაობს, სულ მცირე, ერთ ძრავა; თვითმფრინავის უკან კი კვამლი შეინიშნება. ზოგი დეტალი, კერძოდ კი უკანა ნაწილი და ფრთა, ცალკე ჩამოვარდა“.

ჟურნალისტების აზრით, ეს მიუთითებს, რომ კატასტროფას წინ უძღოდა აფეთქება, თუმცა უცნობია, თვითმფრინავის შიგნით მოხდა აფეთქება თუ გარეთ – ანუ, რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტის მოხვედრის შედეგად.

რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობებით, ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, რომელსაც ძალოვნები ეძებენ, პრიგოჟინის პირადი პილოტია, რომელიც კამჩატკის ნახევარკუნძულზე იმყოფება და სამი დღეა, კავშირზე არ გამოსულა [მისი ძმის თქმით, ლაშქრობაში კავშირის არქონის გამო]. სავარაუდოდ, გამოძიება განავითარებს ვერსიას, თითქოს ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმფრინავში ამ პილოტმა ჩაამონტაჟა, რომელსაც ხომალდზე წვდომა ჰქონდა.

გარდა ამისა, კრემლის მხარდამჭერი ან კრემლთან დაახლოებული ანალიტიკოსები უკვე საუბრობენ უკრაინის როლზე და ამტკიცებენ, რომ კრემლს პრიგოჟინის მოშორება უკვე აღარ სჭირდებოდა. მაგალითად, პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი აცხადებს, რომ მთავარი ვერსიით, მომხდარის ორგანიზატორები უკრაინული სპეცსამსახურები არიან. ვერსიას, რომ იგი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოკლეს, მარკოვი „შეუმდგარად“ მიიჩნევს.

ინსცენირება?

რუსი პოლიტილოგი ეკატერინა შულმანი არ გამორიცხავს, რომ პრიგოჟინს საკუთარი დაღუპვის ინსცენირება შეეძლო. „იმისთვის, რომ სამუდამოდ გადაიმალოს მრავალი სათადარიგო პასპორტის მეშვეობით, დამწვარი თვითმფრინავიც კარგი საბაბია“, – წერს იგი.

ამ ვერსიაზე საუბრობს კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენის, კონსტანტინ მალოფეევის ტელეარხის, „ცარგრადის“ წყაროც, რომლის მტკიცებითაც პრიგოჟინს 2019 წელსაც ჰქონდა ინსცენირებული თავისი დაღუპვა ავიაკასტროფაში.

„თანამშრომლებმაც კი არ იცოდნენ, რა დაემართა მათ შეფს, მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა. მოგვიანებით კი ინსცენირება გამოაშკარავდა. პრიგოჟინი საღ-სალამათი იყო“, – ამბობს წყარო.

აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის ექსპერტის, ივან პრეობრაჟენსკის შეფასებით, თეორიულად პრიგოჟინს მართლაც შეეძლო სიკვდილის ინსცენირება, თუმცა ლოგიკური ჯაჭვი და ამ ეტაპზე ცნობილი ფაქტები უფრო იმაზე მიუთითებს, რომ მისი მოკვლის ბრძანება პუტინმა გასცა.

„არის ასეთი [ინსცენირების] ვარიანტი, ხალხს იგი ძალიან მოსწონს. თეორიულად შესაძლებელიცაა, იმის გათვალისწინებით, რამდენად უყვარს ამ ადამიანს ინსცენირება, გადაცმა, წვერის მიწებება, აბსოლუტურ კლოუნად ყოფნა. მაგრამ ამის ალბათობა ძალიან პატარაა“, – აცხადებს იგი.

„არ გამკვირვებია“

ამ ეტაპზე დომინირებს აზრი, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ბრძანება პირადად ვლადიმერ პუტინმა გასცა. აჯანყების დროს სიტყვით გამოსვლისას მან პრიგოჟინს „მოღალატე“ უწოდა. პუტინის პრეზიდენტობიდან მალევე, ადამიანებს, ვისაც იგი „მოღალატეებად“ მიიჩნევდა, ხშირად კლავდნენ – მაგალითად, ფსბ-ს ყოფილ ოფიცერ ალექსანდრე ლიტვინენკოს.

პუტინის ბრძანებით პრიგოჟინის მოკვლას ყველაზე სავარაუდო სცენარად მიიჩნევენ „ომის შესწავლის ინსტიტუტში“. ექსპერტების აზრით, კრემლმმა უკვე შექმნა სტრუქტურები, სადაც ფინანსური პრობლემების ფონზე, „ვაგნერელებს“ გადასვლა ენდომებოდათ.

„პუტინმა, უდიდესი ალბათობით, უბრძანა სამხედროებს, ჩამოეგდოთ პრიგოჟინის თვითმფრინავი. რუსი სამხედროები, განსაკუთრებით სერგეი შოიგუ და ვალერი გერასიმოვი [რომლებთანაც პრიგოჟინს საჯარო კონფლიქტი ჰქონდა], ნაკლებად სავარაუდოდ მოკლავდნენ მას პუტინის ბრძანების გარეშე. […] შესაძლოა, პუტინს დაესკვნა, რომ მან საკმარისად დააშორა ერთმანეთს პრიგოჟინი და „ვაგნერი“ და შეეძლო მისი მოკვლა ისე, რომ წმინდანი არ გამხდარიყო დარჩენილი ვაგნერელებისთვის“, – წერენ ისინი.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მართალია, პირდაპირ არ ასახელებს დამკვეთად პუტინს, თუმცა ამბობს, რომ მომხდარი „არ გაჰკვირვებია“ და ხაზს უსვამს, რომ „ცოტა რამ თუ ხდება რუსეთში პუტინის გარეშე“.

პუტინზე მიანიშნებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც: „ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო. ყველას ესმის, ვის აქვს“.

მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი კი ამბობს, რომ პრიგოჟინის სიკვდილი მიანიშნებს რუსეთის შიდა პოლიტიკაში ახალი ეტაპის დაწყებას და აცხადებს, რომ პრიგოჟინის ამბოხმა ძალიან შეაშინა პუტინი.

„აჯანყებამ სრულიად ჩამოშალა პუტინის და ძალოვნების რეპუტაცია, რომლებსაც თითქოს ყველაფერი ტოტალური კონტროლის ქვეშ ჰქონდათ“, – აღნიშნავს პოდოლიაკი.

მისივე თქმით, პუტინი არათუ შეშინდა აჯანყებით, არამედ შეურაცხყოფილიც დარჩა, „რასაც არავის პატიობს“. სწორედ აჯანყების წარუმატებლობა, მიიჩნევს პოდოლიაკი, გახდა პრიგოჟინისთვის სასიკვდილო განაჩენი.

„მაშინ, როცა პრიგოჟინი მოსკოვიდან 200 კილომეტრში გაჩერდა, შემდეგ კი მოულოდნელად უკან წამოვიდა, მან თავისი ნებით გამოუტანა საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი“, – განაცხადა მან.

“ბათუმელები”

ევგენი პრიგოჟინი
გაზიარება12Tweet8Send

ამავე კატეგორიაში

მსოფლიო

მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

10:10; 24 თებერვალი, 2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

11:39; 23 თებერვალი, 2026
მსოფლიო

ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

10:12; 23 თებერვალი, 2026
მსოფლიო

ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

10:09; 23 თებერვალი, 2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

15:53; 22 თებერვალი, 2026

გერმანიაში პასპორტის მიღების გამარტივება და ორმაგი მოქალაქეობის დაშვება განიხილება

"მე არაფერი დამიშავებია" - დონალდ ტრამპი გირაოთი გაათავისუფლეს

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა

20:19; 24.02.2026
სამართალი

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

19:46; 24.02.2026
პოლიტიკა

ლენტეხის ყოფილი მერი გირაოთი გამოუშვეს

19:30; 24.02.2026
პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის მხარდაჭერაში

19:08; 24.02.2026
სამართალი

ტაქსი და ბავშვთა სასწრაფო დახმარების ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

18:48; 24.02.2026
პოლიტიკა

ჰერჩინსკი: ამ ომის შედეგი ჩვენი კონტინენტის ბედს ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს

18:31; 24.02.2026
საზოგადოება

ვის მოუწევს ვენახების გასაშენებლად თანხმობის აღება

18:09; 24.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:05; 24.02.2026
საზოგადოება

“ენერგო -პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:48; 24.02.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:01; 24.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 12 პირი გამოავლინა

16:27; 24.02.2026
სამართალი

ჯანმრთელობის დაზიანების და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

15:48; 24.02.2026
ფინანსები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

15:47; 24.02.2026
პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში: რუსეთი ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები

15:20; 24.02.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში: ეს არის რისი თქმაც მსურს ამ პროპაგანდისტული ტელეარხების შესახებ

15:12; 24.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო