რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს ამცირებს. ამის შესახებ საუბარია კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში.
კვლევის თანახმად, აქტიური ვარჯიშის შედეგად მამაკაცებში პროსტატის კიბოს შემთხვევები განახევრდება და თუ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში, დაავადება 6 კაციდან 1-ს აქვს, ვარჯიშის შემთხვევაში პროსტატის კიბო 12 კაცში 1-ს ექნება.
ექსპერტების თქმით, ვარჯიში სულაც არ ნიშნავს სპორტდარბაზში სიარულს ან პირადი მწვრთნელის სახლში გამოძახებას.
ვარჯიშში შეიძლება ჩაითვალოს ბაღში საქმიანობა ან სიარული.