ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა მეცნიერებმა ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ყავის რეგულარულად მოხმარებას ღვიძლის ცეროზისგან დაცვა და ამ ორგანოს კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება შეუძლია.
ექსპერტებმა, 45 – დან – 65 წლამდე ასაკის, 14 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზი გააკეთეს, რომლებსაც ღვიძლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ. ისინი ყურადღებას, ძირითადად, ამ ადამიანების ცხოვრების წესზე და კვების რაციონზე ამახვილებდნენ და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყავის მოყვარულებს ღვიძლის ციროზი 21%-ით ნაკლებად ემართებათ, ვიდრე მათ, ვინც ამ სასმელს არ მოიხმარდა.
გარდა ამისა, ექსპერტებმა ასევე დაადგინეს დამოკიდებულება ყავის მიღების ოდენობასა და ღვიძლის დაავადების განვითარების რისკს შორის. გაირკვა, რომ მათ, ვინც დღეში 2 ფინჯან ყავას მოიხმარს, დაავადების რისკი 44% უმცირდება, ხოლო, 3 ფინჯანი ყავის შემთხვევაში – 57%, იმათ კი, ვინც დღეში 4 ფინჯან ყავას სვამს, ცეროზით დაავადების ალბათობა, 65% -მდე აქვს შემცირებული.


































































