საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ შპს „ელსივაიკიკი გესთნ” პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.
“GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
- გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
- მომხმარებელს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია. მათ შორის, ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა – სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესასრულებლად.
ინფორმაციისთვის: 2024 წლის იანვარი – მაისის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 28 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 46 საქმეზე. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 16 მოვაჭრეს 22 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა ჯამში 17 512 ლარი, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 60 საქმეზე – 55 შეთანხმება გაფორმდა”,_ აცხადებენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.