მთის ბროლი – ერთი შეხედვით უბრალო და ამავე დროს მშვენიერი კრისტალია. აქვს თბილი და ნათელი ენერგეტიკა, მის გასაძლიერებლად კი ათავსებენ მზეზე. ბროლი გამოყოფს დადებით ენერგიას სახლში, ამშვიდებს, აქრობს კონფლიქტებს და ანეიტრალებს ნეგატივს. ეს ჯადოსნური ქვა დიდი პოპულარულობით სარგებლობდა უხსოვარი დროიდან. მის წარმომავლობაზე დადიოდა ლეგენდები. ერთ-ერთი ვერსიით ღმერთებმა დაღვარეს დედამიწაზე წმინდა წყალი, მისი წვეთები გაიფანტა მთელს პლანეტაზე და ძვირფას კრისტალებად გადაიქცა.
ბერძნებს სწამდათ, რომ ბროლი გაჩნდა ჰერაკლეს წყალობით, როდესაც ის მთაზე ავიდა, შემთხვევით გადმოუვარდა ჭეშმარიტების კრისტალი, დაიფშვნა და მისი ათასობით ფრაგმენტი დედამიწაზე მიმოიფანტა. ჩინელები კი დარწმუნებული არიან, რომ მთის ბროლი დრაკონის გაყინული სუნთქვაა. ეზოთერიკოსების აზრით, ეს ქვა აერთიანებს წარსულსა და მომავალს. მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა რიტუალებში, მედიტაციასა და სივრცის გასაწმენდად.მთის ბროლის გავლენით. თუ მას მოათავსებთ ბალიშის ქვეშ, გექნებათ ნათელი და წინასწარმეტყველური სიზმრები. თუ გაწუხებთ უძილობა, მთის ბროლი სწორედ ის არის, რაც ძილის ნორმალიზებისთვის გჭირდებათ.
რა შეეხება მთის ბროლის გავლენას ზოდიაქოს ნიშნებზე, ამის შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციაა. ეს ქვა ყველა ნიშანს უხდება, მაგრამ ყველაზე დიდი გავლენას ახდენს ლომზე, ქალწულსა და ვერძზე. მთის ბროლი ამშვიდებს საჭირო დრო ცეცხლოვან ნიშნებს. წყლისა და ჰაერის ნიშნებს ის სჭირდებათ ეჭვების დასაბალანსებლად, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, ეხმარება მათ ფარული შესაძლებლობების გამოსავლენად.
მიწის ნიშნებისთვის ეს მინერალი მფარველი თილისმა ხდება. ამასთან, მთის ბროლს შეუძლია დანარჩენი პლანეტების დაბალანსება. მთის ბროლი აუცილებელია მათთვის, ვინც ასრულებს გონებრივ სამუშაოს, ამუშავებს ინფორმაციას და გადასცემს ცოდნას. ის აუმჯობესებს მეხსიერებას და იმუნიტეტს, გამოიყენება აგრეთვე წერტილოვანი მასაჟის დროს. მთის ბროლი ბევრ ქვეყანაში ქალის უბიწოების და სიწმინდის სიმბოლოა, ეხმარება გოგონებს ნამდვილი სიყვარულის პოვნაში. არ შეიძლება მისი დამზადება სპილენძთან ერთად, საუკეთესო ვარიანტია ვერცხლი ან ოქრო.
ავტორი