ლიმონის დახმარებით ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა, როგორც წესი, 10 დღის განმავლობაში გძელდება. დიეტა მოიცავს მხოლოდ ლიმონის წვენზე დაფუძნებული სასმელების გამოყენებას 10 დღის განმავლობაში. ლიმონის წვენის გარდა, სასმელებში შეიძლება იყოს ნეკერჩხლის სიროფი და კაიენის წიწაკა.
ლიმონის საშუალებით დეტოქსიკაციის მომხრეები გვირჩევენ, გამოვიყენოთ მხოლოდ ახალი, ორგანული ლიმონი და წვენი სახლში გამოვწუროთ. ნეკერჩხლის სიროფი შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. კაიენის წიწაკა ლიმონიან წვენს ემატება, რათა გაზარდოს ნივთიერებათა ცვლა, გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა და გაანეიტრალოს ტოქსინები.
ბევრი ექიმი თვლის, რომ ლიმონის დიდი რაოდენობით გამოყენებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას. ამიტომ, ვიდრე ამ დიეტას მიმართავთ, აუცილებლად გაიარეთ სპეციალისტთან კონსულტაცია.
































































