ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში 13 იანვარს ეთნოგრაფიულ სივრცეში – კალანდა 2026 გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო და ძვირფასო სტუმრებო, 13 იანვარს 17:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გიწვევთ სოფელ შემოქმედში მდებარე ეთნოგრაფიულ სივრცეში – ერთად აღვნიშნოთ კალანდა!
17:00 – 20:00 საათი – ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალიზებული პერფორმანსები, გურული კერძების კულინარიული მასტერკლასი, ტრადიციული საკალანდო რიტუალების გაცოცხლება – აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება, ჭურის მოხდა და სხვა.
20:00 საათი – კონცერტი ჯგუფი “მიქსტურას,” მარიამ შენგელიას და “თეატრალურის კვარტეტის” მონაწილეობით.“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გურია ნიუსის“ მოპოვებული ინფორმაციით, ღონისძიების ჩატარებისთვის 75 000 ათასი ლარზე მეტი დაიხარჯება, ხოლო მომღერლებისთვის 30 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.





















































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)












