ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6942 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6967 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9431 ლარია. დღეს მოქმედი კურსი კი 2.9451 ლარს შეადგენდა.