კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას “ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის” თეატრის ხელმძღვანელიოს პოსტიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების შესახებ მსახიობი ტიტე კომახიძე ეხმაურება.
“რა გააკეთეთ? საქართველოს კულტურის სამინისტრო? პროცესები შეაჩერეთ? არა. ცეცხლზე ნავთი დაასხით და კოცონი დაანთეთ. ისე კი მაინტერესებს ვინ შუბლზე ძარღვგაწყვეტილი შევა ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, უკვე დირექტორის კაბინეტში, ვინ გადაიბარებს თეატრს.
სასაცილოა, მართლა სასაცილოა.
ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა დოის და თეატრის მაყურებელს.
Ps. ისე კარგ დროს მოახერხეს, დავით დოიაშვილი, შემოქმედი კაცი თეატრის დირექტორობას ნამდვილად ვერ შეეგუებოდი”,_ წერს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ტიტე კომახიძე სოციალურ ქსელში.