როგორც “გურია ნიუსი“ წერდა დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დავით მჟავანაძის, თათია ნიკოლაიშვილის და ბესო ქათამაძის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.
არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე, რამდენიმე დღით ადრე სამივე მათგანმა ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე ბანერი წარწერით _ “თავისუფლება მიშას“ გამოფინეს.
სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეადგინა ოქმი და სასამართლოში გადააგზავნა. ოზურგეთის მოსამართლემ თორნიკე კაპანაძემ თათია ნიკოლაიშვილი, ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე კანონდამრღვევებად ცნო და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიიჩნევენ, რომ მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ არაკონსტიტუციური მუხლით იხელმძღვანელა.
ამავე თემაზე: დავით მჟავანაძეს და ბესო ქათამაძეს, ბანერის განთავსების გამო, სასამართლოში უჩივიან
[sexy_author_bio]