დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ოზურგეთის საოლქო საარჩევნო ოლქის საჩივარი განიხილეს.
საქმე ეხება ოზურგეთის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის საქმეს, რომელსაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ედავებოდნენ. საოლქოში საჩივარი სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიტანა.
კახა ჩავლეშვილი, კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი სასამართლოში:
“მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარღვევის ფაქტი დააფიქსირა, მაგრამ მისი მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისცა სიტყვიერი შენიშვნა.
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია ითხოვდა კონსტანტინე შარაშენიძის დაჯარიმებას 2 000 ლარით, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა მოსამართლე“, _ გვითხრა კახა ჩავლეშვილმა.
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბერდია ლომიძის ინფორმაციით, დღეს გამართულ სასამართლოზე კონსტანტინე შარაშენიძის საქმეზე შემდეგი სახის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“48-ე მუხლის 1 –„დ“ს ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 93-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუზველზე ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად საქართველოს საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლით და კოსტანტინე შარაშენიძე გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან და გამოეცხადოს შენიშვნა.“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბერდია ლომიძემ.