https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა გაითვალისწინა და რა არა პენიტენციურმა სისტემამ სახალხო დამცველის რეკომენდაციებიდან

16:21; 5.10.2021
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიმდინარე წლის ივნისში, სახალხო დამცველის ინსტიტუტმა პენიტენციური ჯანდაცვის მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ამ 200-გვერდიან დოკუმენტში ასახა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კოვიდ-19 -ის გავრცელების, პრევენციის მდგომარეობა, ასევე, შესასრულებელი რეკომენდაციები.

კვლევაში ნათქვამი იყო, რომ ინფექციის პრევენციის მიზნით, აუცილებელია, ხელი შეეწყოს ფიზიკური დისტანციის დაცვას და ამ მიზნით, მაქსიმალურად თავიდან უნდა იქნას აცილებული მსჯავრდებულების ერთ სივრცეში კონცენტრაცია. დაწესებულებებში უნდა გაიზარდოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ხარისხი, რისთვისაც ყველა მსჯავრდებული სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირადი ჰიგიენის დაცვის აუცილებელი საშუალებებით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ პირბადეს, შესაბამისი წესების დაცვით, იყენებდნენ ის მსჯავრდებულები, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირატორული დაავადებების სიმპტომები.  აგვისტოში, თავად პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაწესებულებებში კორონავირუსი ასზე მეტ პატიმარს დაუდასტურდა.  

გარკვეული პერიოდის შემდეგ “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა შეიცვალა პენიტენციურ დაწესებულებებში, რომელი რეკომენდაცია გაიზიარა სისტემამ, რომელზე თქვა უარი, რა მოტივით და რომლის გახორციელება ვერ შეძლო. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მოეწოდებინა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ან უზრუნველეყო შესაბამისი კომპეტენციის საჯარო პირთან ინტერვიუ. არაერთი ზარის, კითხვების გადაგზავნის, ოფიციალურად რამდენიმეგზის მიმართვის მიუხედავად, ეს ინტერვიუ ვერ შედგა.

2021 წლის აგვისტოშივე, სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსით ასზე მეტი პატიმრის დასნებოვნების შესახებ. მასში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული ვითარების მონიტორინგისა და პატიმართა სხვა უფლებების დაცვის მიზნით, სახალხო დამცველი, კონსტიტუციური მანდატისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, შეუზღუდავად აგრძელებს პრევენციული და ინდივიდუალური ვიზიტების გახორციელებას ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაციები მოპოვებული იყო პატიმრებისგან და კონკრეტული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციისგან. განცხადებაში, ასევე, ნათქვამი იყო, რომ მოპოვებული ინფორმაცია იმ ეტაპზე შეესაბამებოდა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ამდენად, ყველაზე დეტალური ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კოვიდ-19 გავრცელების და პრევენციული ღონისძიებების შესახებ, “ხელმიუწვდომელი“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის შემდგომ, სახალხო დამცველს აქვს და ამიტომ, დღეს ჩვენს კითხვებს უპასუხებს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი გვანცა ჩხაიძე.

 _ გვანცა, თავდაპირველად დავიწყოთ საუბარი ამ ეტაპზე როგორი სიტუაციაა პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის თვალსაზრისით?

_ დავიწყოთ იმით, რომ პენიტენციურ სისტემაში ძალიან მაღალია ვაქცინაციის ტემპი, რაც მისასალმებელია. მაღალია ვაქცინირება როგორც პატიმრებთან, ასევე დაწესებულების თანამშრომლებთან მიმართებაში. სექტემბერის ბოლოს, ჩვენ გაგვიზიარეს  ინფორმაცია, რომლის თანახმად, პატიმრების 79%-ი იყო უკვე ვაქცინირებული, ხოლო თანამშრომლებში 96% იყო ვაქცინირებული, 81% კი _ რევაქცინირებული. ძალიან ხშირად ვიღებთ ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაციებს და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატიმრები და დაწესებულებების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში, რაც ცალსახად მისასალმებელია. ასევე, დადებით კონტექსში შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ მიმართულებით პენიტეციური სისტემა საჯარო ინფორმაციებსაც დებს ვებ-გვერდზე (მათ შორის, ინფიცირებული პატიმრების შესახებ) და ეს ღიაობა აუცილებლად აღსანიშნავია.

პატიმრების ინფიცირების შემთხვევებს რაც შეეხება; 2021 წლის აგვისტოს ბოლოს გვქონდა გავრცელებული ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ გარკვეულწილად გაზრდილი იყო პატიმრებს შორის ინფექცია. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ ვითარება დასტაბილურდა. 21 სექტემბერს, უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჩვენებელი გაუმჯობესებული იყო და სულ 50 პატიმარს ქონდა კორონავირუსი. ინფიცირებული პატიმრები, პრაქტიკის მიხედვით, გადაყავთ ხონში და თბილისის სამოქალაქო კლინიკაში. ამით ხდება არაინფიცირებული და ინფიცირებული პატიმრების გარიდება, რომ ინფექცია არ გავრცელდეს ციხეებში.

ყველაზე მეტი განცხადება სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა აგვისტოში, ამ ეტაპზე კი განცხადებების რიცხვმა იკლო იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში სიტუაცია დასტაბილურდა _ მომართვიანობა და პრენტეზიები, ფაქტობრივად, აღარ ფიქსირდება პატიმრების მხრიდან.

_ სახალხო დამცველის 2020 წლის კვლევაში ნათქვანია, რომ “სამედიცინო პერსონალს არ ჰქონდა სამოქმედო გეგმა (გაიდლაინი) პენიტენციურ დაწესებულებებში COVID-19 ის პრევენციისა და მართვისთვის.სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სამინისტროს მხრიდან უნდა მოხდეს აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება, სადაც როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პერსონალისთვის გაწერილი იქნება დეტალურად, რა ფუნქცია აქვთ და როგორ უნდა მოიქცნენ COVID-19-ის პრევენციისა და მართვისთვის. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დაწესებულებებში გამოვლინდა COVID-19–ის შემთხვევები“... ახლა არსებობს თუ არა ეს სამოქმედო გეგმა?

_ ამ პრენვეციული სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. არ მაქვს ინფორმაცია, თუ შემუშავდა და რამე თუ შეიცვალა.

_ რამდენად მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის ამუშავების მექანიზმები?

_ ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, სისტემას უნდა ქონდეს ხედვა ანუ ერთი მხრივ, როგორ უნდა მოახდინოს პრევენცია და მეორე მხრივ როგორ უნდა მოახდინოს კონკრეტულ შემთხვევებში რეაგირება. ასევე დავამატებდი, რომ უნდა განიტვირთოს ციხეები; სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში წერია, მოხდეს ციხეების განტვირთვა იმიტომ, რომ გადატვირთული ციხეები ან ბევრპატიმრიანი საკნები, რა თქმა უნდა, მაღალი რისკის მატარებელია.

მკითხველს აქვე ვეტყვით, რომ 2020 წლის ანგარიშში, საკნების გადატვირთულობის პრობლემა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო როგორც პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის, ასევე  ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ანგარიშში ნათქვამი იყო:

“ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ დიდ პენიტენციურ დაწესებულებებში არის მრავალადგილიანი საკნები და ფიზიკური დისტანცირება, ასევე სანიტარული პირობების სათანადო დაცვა შეუძლებელია.

მსჯავრდებულთა უმრავლესობა არ არის უზრუნველყოფილი 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით.

ამასთან, N17 დაწესებულებაში, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ვიზიტის დროს, საკნების მნიშვნელოვან ნაწილში მსჯავრდებულთა რაოდენობა 2 ათეულს აღემატებოდა, ხოლო ერთ–ერთ საკანში 32 მსჯავრდებული იყო განთავსებული.

ამ საკნებში არსებული სანიტარულ–ჰიგიენური პირობების გათვალისწინებით, ცხადია, ასეთი საკნები ინფექციის გავრცელების კუთხით დიდ გამოწვევას წარმოადგენს“.

_ გვანცა, სახალხო დამცველის კვლევაში რეკომენდირებული იყო საშეღავათო მექანიზმების მაქსიმალური გამოყენება….

_ დიახ, ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მაქსიმალურად ე.წ. საშეღავათო მექანიზმების გამოყენება. ამასში იგულისხმება თუნდაც ე.წ. “უდოს“ კომისიების მუშაობა, პირობით ვადაზე გათავისუფლების მექანიზმის ეფექტური ამუშავება. ასევე, ჩვენი რეკომენდაცია მიემართება ხანდაზმულ პატიმრებს და იმ პატიმრებს, რომლებსაც ჩართულობის პრობლემები აქვთ. არსებობს კონკრეტული სეგმენტები, პატიმრების ჯგუფები, რომლებთანაც დაკავშირებით სასურველია და ჩვენი რეკომენდაციაა სისტემამ მაქსიმალურად იმუშავოს მათი განთავისუფლების მიმართულებით. ეს, ერთი მხრივ, შეამცირებს პოპულაციას, მეორე მხრივ, კორონავირუსის მიმართულებით ეს იქნება პრენვენციის ერთ-ერთი მექანიზმი.

_  რეკომენდაციის გაცემის შემდეგ გვქონდა შესაბამისს ჯგუფს მიკუთვნებული პატიმრის გათავისუფლების ფაქტი?

_ არა, სამწუხაროდ, ჩვენ მიერ გაგზავნილი რეკომენდაცია არ შესრულებულა. 2019 წელს უფრო მეტი პატიმარი იყო გათავისუფლებული, ხოლო 2020 წელს პატიმრების გათავისუფლება შემცირებული იყო.

_ პრობლემა იყო პატიმრებისთვის საგამანათლებლო-საინფორმაციო ბეჭდური მასალების მიწოდება. როგორია ახლა ვითარება? ამ კუთხით თუ შეიცვალა სიტუაცია?

_ ამ კუთხით იგივე პრობლემებია, რაც იყო, არსებული სიტუაცია არ შეცვლილა.

_ ირღვევა თუ არა პატიმრის უფლება, როდესაც გარკვეული პერიოდით შეჩერდა პაემნები?

_ კოვიდ სიტუაცია ნამდვილად იყო შეზღუდვების საფუძველი, თუმცა, ახლა პაემნებზე მისვლა აღდგენილია _ 27 სექტემბრიდან აღდგა. ვაქცინირებულ და ტესტირებულ პატიმრებს, ასევე ტესტირებული ოჯახის წევრების ნახვა შეეძლებათ. როგორც უკვე აღვნიშნე, პატიმრების უმრავლესობა ვაქცინირებულია.

_ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ორი არჩევნები გაიმართა. რამდენად შეძლეს პატიმრებმა, პანდემიის გამო რიგი შეზღუდვების პირობებში, თავიანთი სასურველი კანდიდატებისთვის მიეცათ ხმა?

_ სახალხო დამცველს საარჩევნო კუთხით მონიტორინგის მანდატი არ აქვს და ამას სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციები ახერხებდნენ.

წლევანდელ შემთხვევას რაც შეეხება, ეს არის ახალი ინფორმაცია და ამ წუთებში მუშავდება: სახალხო დამცველის აპარატს მომართა ერთ-ერთმა პატიმარმა, რომლის მტკიცებით, მან არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისი უფლება დაირღვა, რადგან ინფორმაციის გადამოწმების პროცესში ვართ. თუ იქნება სხვა შემთხვევები და მომართვიანობა, აუცილებლად შევისწავლით.

_  გაცემული რეკომენდაციებიდან რა გაითვალისწინეს კონკრეტულმა ადრესატებმა? ზოგადად, სახელმწიფო რამდენად ითვალისწინებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.

_ ნაწილობრივ ითვალისწინებენ და ნაწილობრივ არ ითვალისწინებენ. ნაწილობრივ გათვალისწინებაში ვგულისხმობ იმას, რომ უკვე დამდგარი ინფიცირების შემთხვევების დროს რეაგირება ძალიან ეფექტურია; ასევე, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებს აქვთ ძალიან კარგი მაჩვენებელი და შედეგი.

სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს პატიმართა პოპულაციის შემცირების რეკომენდაცია, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და აუცილებელია ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება.

ჩვენი რესპონდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებულ 13 ციხე-დაწესებულებაში, სექტემბრის მონაცემებით 9405 პატიმარია.

ავტორები: გიორგი გირკელიძე, ლისა კოროშინაძე

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26 იანვარი, 2026
სამართალი

“წერილი დატოვა…” – რას ამბობენ სუს-ში თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე

14:23; 26 იანვარი, 2026
სამართალი

სუს-თან, მანქანაში, უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილმა წერილი დატოვა: რა დეტალები ხდება ცნობილი

14:03; 26 იანვარი, 2026
სამართალი

გორის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

18:06; 25 იანვარი, 2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25 იანვარი, 2026

ლიბერთის მხარდაჭერით გურიაში მცხოვრებ უხუცესებზე წიგნი „დიდი ადამიანები“ გამოიცემა

გვანცა ნიქაცაძე სოფელ ნიგორზღვის საბაზო სკოლის ერთადერთი პირველკლასელია

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26.01.2026
სპორტი

ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

18:36; 26.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:20; 26.01.2026
საზოგადოება

ზვავის მასა ჩამოვიდა – სად აიკრძალა მოძრაობა

17:34; 26.01.2026
საზოგადოება

“ჟურნალისტს ტელეფონი წაართვეს, კადრები წაუშალეს, დაემუქრნენ”

17:27; 26.01.2026
ფინანსები

Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა – ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა

17:05; 26.01.2026
პოლიტიკა

“ვთხოვთ ყველას” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16:49; 26.01.2026
საზოგადოება

სეს-ი ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16:30; 26.01.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი „Winter Jazz Bakuriani 2026” ფესტივალის წარმდგენია

16:07; 26.01.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის რეფორმა: რომელი გამოკვლევები გახდა უფასო ლანჩხუთსა და სხვა საპილოტე ქალაქებში

15:33; 26.01.2026
პოლიტიკა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი ჩაინიშნა

15:20; 26.01.2026
სამართალი

“წერილი დატოვა…” – რას ამბობენ სუს-ში თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე

14:23; 26.01.2026
სამართალი

სუს-თან, მანქანაში, უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილმა წერილი დატოვა: რა დეტალები ხდება ცნობილი

14:03; 26.01.2026
პოლიტიკა

თარგამაძე: ციხეში ჩემი საკნის ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელმაც ამაფეთქა

13:40; 26.01.2026
საზოგადოება

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

12:46; 26.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო