დეკანოზ თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალების შესახებ 2 დღის წინ გახდა ცნობილი. მამა თეიმურაზი საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა.
მამა თეიმურაზი სრულიად მოულოდნელად, ახლობლების თქმით, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ 30 წლის მოძღვრის გადასარჩენად საზოგადოება გაერთიანდა. მამა თეიმურაზი ერთი თვის განმავლობაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მაშინ მისი გადარჩენა მოხერხდა.