გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დედა შვილთან დაკავშირებთ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ლევან კბილაშვილის გარდაცვალების მიზეზი ანევრიზმა გახდა.
ლევანიკოზე ყველგან საუბრობენ, ლევანჩო ყველას ენატრება, ეს ხომ განსაკუთრებული შემთხვევაა, ამას ხომ დამსახურება უნდა? უნდა და ამიტომაა რომ ლევანიკოს თაყვანისმცეების რიცხვი ყოველდღე იზრდება. არადა როგორ ოცნებობდა, როგორ უნდოდა ეს ასე ყოფილიყო, ამიტომ არ დაზოგა საკუთარი თავი, ამიტომ ჩქარობდა ყველაფერს….გააკეთა…მიაღწია….ჩუმად,
თავისთვის….მოკრძალებულმა და უაღრესად პატიოსანმა ისე, რომ ერთ “ცუდ “ ადამიანსაც არ დაუტოვა რაიმე სათქმელი. ჩემო ლევანო დე💔💔💔ასეა და რა ვქნა, მეამაყები ძალიან კი არა სიტყვა არ არსებობს შესაფერისი რომელიც შენ გეკადრება….ამიტომაც ვწერ და დავწერ შებთან მოსვლამდე,” – წერს მელიტა ფურცელაძე.