უეინ რუნის, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო, სასამართლომ მართვის უფლება 2 წლის ვადით აუკრძალა და 100 საათის განმავლობაში საზოგადოებრივი სამსახურის შესრულება დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას SKY NEWS ავრცელებს.
ფეხბურთელმა სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ბოდიში საჯაროდ მოიხადა.
„დღევანდელი სასამართლოს პროცესის მოსმენის შემდეგ მინდა ბოდიში საჯაროდ მოვიხადო ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო. ასევე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ოჯახის წევრებს, მენეჯერს, მწვრთნელს და ყველას „ევერტონში“. ასევე ყველა გულშემატკივარს, ყველას ,ვინც მხარს მიჭერს ჩემი კარიერის განმავლობაში,“_განაცხადა რუნიმ.
მან იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოებრივ სამსახურში ყოფნით მომხდარის კომპენსაციას შეძლებს.