მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ გულ-სისხძარღვთა სისტემას, კანსა და სხვა ორგანოებს უქმნის საფრთხეს.
მოწევის დროს განსაკუთრებით ძლიერად აისახება გამა ამინოზეთოვანი მჟავის კონცენტაციაზე, რომელიც ტვინის ნერვული უჯრედების ელექტრულ რეგულაციაზეა პასუხისმგებელი.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის ფარგლებში 30 ქალი და 30 კაცი მწეველებად და არამწეველებად დაყვეს.
როგორც სპეციალისტებმა გაარკიეს, მწეველ ქალებში ამინოზეთოვანი მჟავის კონცენტრაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე არამწეველებში.
ამასთან, მეცნიერების მტკიცებით, ამ შემთხვევაში სქესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს: მწეველი და არამწეველი კაცების ჯგუფში მხოლოდ მცირედი სხვაობა დაფიქსირდა ამინოზეთოვანი მჟავის დონეში.