ვერძი
შვებულებაში გასვლა თქვენთვის ნაადრევია. კარიერაში წარმატების შესაძლებლობა მოგეცემათ.
კურო
სასურველია, ეს დრო მეგობრების წრეში გაატაროთ. კვირის პირველივე დღეებში გამოჩნდებიან ნაცნობები, რომლებიც ფინანსური პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებიან.
ტყუპები
თქვენს პირად ცხოვრებაში უამრავი სიახლეა მოსალოდნელი, ზოგი სასიამოვნო, ზოგიც – არა. კვირის ბოლოს დაღლილობას იგრძნობთ და სასურველია, დასასვენებლად ან საშოპინგოთ წახვიდეთ.
კირჩხიბი
არ იჩქაროთ! უარი თქვით ისეთ შემოთავაზებებზე, რომელიც ერთი შეხედვით აბსურდულად მოგეჩვენებათ. შესაძლოა მან მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები მოგიტანოთ. მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თქვენ ხომ ყოველთვის დინჯად უმკლავდებით პრობლემას. კვირის ბოლოს ყველაფერი მოგვარდება.
ლომი
მომავალი კვირა წარმატებული იქნება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გასარკვევად, თუ უფროსების რჩევას გაითვალისწინებთ, პირად ცხოვრებაში კრიზისს აიცილებთ.
ქალწული
საყვარელი ადამიანი ყველანაირად ცდილობს გაგაბედნიეროთ. იყავით მისი მადლიერი. უქმეებზე ერთად ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. მეტად დაისვენეთ.
სასწორი
სარფიანად წარიმართება სამწერლო, ჟურნალისტურ ან საგანმანათლებლო სფეროსთან დაკავშირებული საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ნუ აჰყვებით ინტრიგებს.
მორიელი
ნეგატიური კვირაა სასიყვარულო ურთიერთობისთვის, ნუ აჰყვებით რომანტიკულ გრძნობებს, რადგან შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს.
მშვილდოსანი
მომავალ კვირაში წარმატებას მიაღწევენ ის ადამიანები, რომლებიც მშვიდად მიჰყვებიან ცხოვრების დინებას. კარგი პერიოდია ბიზნესგეგმის შესადგენად.
თხის რქა
ამ პერიოდში შექმნილი პრობლემები მიგანიშნებთ, რომ უფრო მეტი აქტიურობა გმართებთ ბიზნესსა თუ პირად ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად.
მერწყული
ძალიან ბევრი გასაკეთებელი საქმე დაგიგროვდათ, რომელთა გადადებაც არ შეიძლება. კვირის მეორე ნახევარში, დაკარგულ დროს აინაზღაურებთ.
თევზები
ამ პერიოდში თქვენი სასიცოცხლო ენერგია უკეთესობისკენ წავა. გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა და გუნება-განწყობა. მეტი დრო დაუთმეთ გართობას.