ეს რთული რიცხვია, რადგან შეიცავს ორ სრულიად განსხვავებული თვისებების მქონე ციფრს. 2 -მთავარია რიცხვებისთვის 20-დან დაწყებული 29-ით დამთავრებული -რბილი, დამთმობი და გარშემომყოფებზე დამოკიდებული. ხოლო 8 -მაგნიტური პიროვნებაა, ძალიან მიმზიდველი საწინააღმდეგო სქეისთვის. ციფრების ჯამია -1 (ანუ 10, 0-ნეიტრალური რიცხვია და არი ითვლება). 1 უკვე ხელმძღვანელია და ინიციატორი ყველა ასპექტში.
ეს ადამიანები ძალიან საინტერესონი, გონიერები და მეგობრულები არიან. საკუთარ აზრს თავს არავის მოახვევენ. არ დომინირებენ, მაგრამ კარგად იციან, რა უნდათ ცხოვრებაში. რბილი ხასიათით გამოირჩევიან და მარტივად შეუძლიათ დაითანხმონ ადამიანები. ძალიან ჭკვიანები არიან და მათ სჭირდებათ, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სიახლოვე ადამიანთან.
სექსუალურად -ეს ძლიერი რიცხვია, ამიტომაც მისი პარტნიორიც ასეთივე უნდა იყოს. სექსი მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სულიერი სიახლოვე.
ეს ადამიანები ძირითადად დიდი პოპულარობით სარგებლობენ გარშემომყოფებში და შეუძლიათ გავლენის მოხდენა სხვებზე. თავისას ადვილად აღწევენ, თანაც ზედმეტი ძალისხმევისა და ტირანიის გარეშე. გულწრფელები არიან და ერთგულები, ინარჩუნებენ ძველ მეგობრებს და მათ რიცხვს ახალი ადამიანებითაც ზრდიან. ქორწინებაში ბედნიერები არიან, თუ მათი პარტნიორები მათსავით გონიერები იქნებიან. მაგრამ ასე თუ არ იქნა, ისინი დაიტანჯებიან, რადგან 28-ში დაბადებულები გონებრივადაც ისეთივე სიძლიერით გამოირჩევიან, როგორც ფიზიკურად.
ბედნიერი რიცხვები -11, 20, 29, 17, 26, 10, 28.
მტრულად განწყობილი რიცხვები -5, 14, 23.
ბედნიერი თარიღები -1, 2, 8.
ბედნიერი დღეები -ორშაბათი, შაბათი.
ფერები -მწვანე, თეთრი.
ქვები -ბრილიანტი, ნეფერტიტი.
ნეგატიური თვეები -აპრილი, მაისი.
ავადმყოფობები -ჰიპერტონია
რეკომენდაციები.
საერთო ჯამში ძლიერი რიცხვია, მაგრამ ხანდახან არ შეუძლია სირთულეების გადალახვა. კარგი იქნება, თუ 28-ში დაბადებულები მერყევ ხასიათს განიმტკიცებენ, მით უმეტეს, რომ ეს მათთვის რთული არ იქნება, რადგან მათ 1-იანისი სიძლიერე აქვთ თანდაყოლილი. ასევე უნდა განივითარონ მოთმინების გრძნობა. როცა ადამიანებს მათი არ ესმით, არ ღირს მათთან ბრძოლის გამართვა. უმჯობესია, მოთმინებით აიტანოთ უარყოფითი დამოკიდებულება. ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დალაგდება. ასევე არ ღირს, ყველასთვის ახსნა, რატომ დგამთ ამა თუ იმ ნაბიჯს, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.