დღეს, ოზურგეთში თხილის ფასს ისევ თითო ცალის ვარგისიანობის მიხედვით ადგენენ და ერთი კილოგრამში ფასსაც ამის მიხედვით იხდიან.
_„საახალწლო თხილი“ მქონდა გადანახული, საგანგებოდ არჩეული. როგორც არასდროს, ისე გატეხეს და თხილის გულს კანიც შემოფცქვნეს, რომ ხარისხიანობა დაედგინათ. ათ ცალში შვიდი კარგი გამოვიდა და ზუსტად შვიდჯერ ოთხმოცი გადამიხადეს. რა, დავიჯერო ძველ დროში, როცა არავინ ტეხდა თხილს, ათი ცალიდან ათივე კარგი იყო, ორი-სამი ფშუტურა არ გამოერეოდა? ყველა ჩვენს ზურგზე მდიდრდებოდა და მდიდრდება, მაინც ჩვენ, ხალხი ვართ სულ დაჩაგრულ მდგომარეობაში, _ გვითხრა ოზურგეთელმა თამარ ლომჯარიამ, რომელმაც ის-ის იყო ერთ თხილის პუნქტში 15 კილოგრამი თხილი ჩააბარა და 120 ლარი აიღო.
24 დეკემბრისთვის თხილის ფასი ოზურგეთში ასე გამოიყურება: ერთი ცალი საღი „გულშიშველა“ 70 თეთრი ღირს, „ბერძნულა“ _ 80- თეთრი. შესაბამისად, ათი ცალი თხილიდან საღიც რამდენი გამოვა, ერთ კილოგრამში შესაბამის თანხას უხდიან.