სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელობით, შემოდგომაზე ბახმაროში 17 ჰექტარ ფართობზე ტყის აღდგენის პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ტყის აღდგენის პროექტი – 4 ჰა (2 ნაკვეთად) ფართობზე უკვე შესრულდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბახმაროში ტყის ბუნებრივი განახლების საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებს და არა დარგვას.
ზოგადად, ტყის მოვლის სტანდარტის მიხედვით, თუ ტერიტორია გვაძლევს ამის საშუალებას, ხელოვნურად ნერგი და თესლი არ უნდა იყოს შეტანილი, რათ უფრო მდგრადი ტყის ეკოსისტემა მივიღოთ
ბახმაროში ძირითადი პრობლემაა მწვანე ტერიტორიის საძოვრებად გამოყენება, რაც განახლებას ხელს უშლის, ამიტომ, ტერიტორია შემოიღობება და გაიწმინდება.
საბედნიეროდ, ბახმაროში მავნებელ-დაავადებების მასიური გავრცელება არ ფიქსირდება, სანიტარული ჭრები კი გეგმის მიხედვით (მათ შორის სოციალური ჭრის ფარგლებში) ინიშნება და ეტაპობრივად ხორციელდება“,_ ამბობენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში.