დაკითხვაზე ვიმყოფებოდი იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავავრცელე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითჰხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცველებს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია და დაასახელა მათი ლიდერების გვარები, რომლებიც ამ სცენარის განხორციელებაში არიან ჩართულები.
„ვიმყოფებოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავავრცელე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში „ნაცმოძრაობის“ ლიდერების და აქტივისტების სამზადისს. სუს-ში დავასახელე ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე ინფორმაციის შინაარსი და წარვადგინე ადამიანების სიები, რომლებიც იყვნენ მოაზრებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა. ჩვენ ვთქვით, რომ შექმნილი იყო ჯგუფები, ე.წ. ეკიპაჟები, რომლებშიც შედიან ყოფილი ძალოვნები, მათ ჰქონდათ გარკვეული ტიპის შეიარაღება და გამოჩნდნენ შეიარაღებული ადამიანები არჩევნების დღეს, მათ შორის ელექტროშოკებით. ძალიან კარგად ჩანდა, რა იყო მიზანი არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებითაც. ჩვენ დავასახელეთ მათი ლიდერები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის ამ ყველაფრის ლიდერი და ამ კუთხით მოქმედებდნენ ასევე მაგალითად, დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინი და სხვები, ეს ყველაფერი იგეგმებოდა მათ მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.