ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის [DHSC] მიერ დაფინანსებული ახალი კვლევის შედეგების თანახმად, Pfizer-ის ვაქცინის დოზებს შორის 8-კვირიანი ინტერვალი საუკეთესოა, სწორედ, 8 შემდეგ არის იმუნური პასუხი უფრო მძლავრი.
მკვლევრებმა 4 და 10- კვირიან ინტერვალებში გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა ერთმანეთს შეადარეს, შედეგად კი 8-კვირიან ინტერვალზე შეჯერდნენ.
კვლევის დროს, მეცნიერებმა, 503 მედიცინის სფეროში დასაქმებული პირის მონაცემები შეისწავლეს, რომელთაგან 223-ს კორონავირუსი უკვე გადატანილი ჰქონდათ და Pfizer-ით აიცრნენ. აღმოჩნდა, რომ 10 კვირის შემთხვევაში, ორგანიზმში მეტი იმუნურ მეხსიერებაზე პასუხისმგებელი ლიმფოციტი (T-cell) გამომუშავდება.
3-4 და 10 კვირაში გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობის შედარებით კი მეცნიერები შეჯერდნენ, რომ 8- კვირიანი ინტერვალი Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაში ყველაზე ეფექტიანია.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხანგრძლივი ინტერვალის დროს, ვაქცინა ე.წ. ინდურ და სხვა შტამებთანაც გაცილებით ეფექტურია.