“კალაძისგან აღარაფერია გასაკვირი. რა იცის მაგან მიმატება, ან გამოკლება, მთელი ცხოვრება ბურთს დასდევდა.
მისთვის ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია 5+5=15, როგორც პრობლემას არ წარმოადგენს იქით კარში გაიტანს ბურთს, თუ აქითაში”, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ადგილი საკანშია, “რადგან დღეს, გაღატაკებაც, ხალხის ჯიბინდან ფულის მოპარვაც უკვე ჟვანიას კისერზეა!”
“მან ვერ დათვალა და ხალხი ქუჩაში გამოვიდა და იმიტომ.
მოკლედ, „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც მას ხელისუფლება ნებაყოფლობით აათმობინებს.
იმიტომ, რომ იმდენი ფული აქვთ მოპარული, თუნდაც პანდემიის დროს, ეს კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება მათთვის და ყველას პასუხისგება მოუწევს.
ამიტომ ვამბობ, რომ 8 ნოემბერს უნდა დაიწყოს ამ ხელისუფლებისთვის განაჩენის გამოტანის პროცესი!
რადგან, ხალხთან დაპირისპირება ჯერ არავის მოუგია, მითუმეტეს ერთპარტიულად.
და აქ აღარ არის საუბარი ერთი პოლიტიკური ძალის გამარჯვებაზე, ან დამარცხებაზე;
ეს არ იქნება რომელიმე კონკრეტული პარტიის აქცია!
ხალხი თავისი ღირსების დასაცავად უნდა გამოვიდეს, რადგან ჩვენ თავისუფალი არჩევნის უფლებას გვართმევენ!
პროტესტი კი, უნდა იყოს ისეთი მძლავრი, რომ „ოცნება“ მიხვდეს, რომ ის ამ ქვეყანაში ვერ გაძლებს ასე უსამართლოდ და ახალი არჩევნები გარდაუვალი იქნება.
სხვა შემთხვევაში, უბრალოდ დაიმარცხდება ინსტიტუტი, რასაც არჩევნები ქვია და მუდმივად ვიღაც კობახიძის ტვინში მოიხარშება, ვის რა ციფრი უნდა დაეწეროს.
ჩვენ კი, პირბადეები მაინც გვიკეთია უკვე, ბარემ ტანსაცმელიც ერთნაირი ჩაგვაცვან და ვიცხოვროთ ასე… _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.