თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ facebook live-ში ისაუბრა.
„მთლიანად ხდება ამ სივრცის მოწესრიგება და განახლება, რომელიც არ იყო კარგ მდგომარეობაში. პროექტის ფარგლებში აღნიშნული სივრცის განახლება მთლიანად ხორციელდება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სადრენაჟო სისტემებითა და თბოიზოლაციებით. სამუშაოს ფარგლებში არსებული ქვის ფილებით მთლიანად იქნა განახლებული, ასევე შადრევნები, რომლებიც გაუბედურებული იყო, მთლიანად არის შეცვლილი. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, პანდემიის გამო პრობლემები კონკრეტულ ლოკაციაზეც შეიქმნა და იმ ტემპით ვერ მიდიოდა სამუშაოების წარმოება, როგორც დაგეგმილი იყო“, – განაცხადა კალაძემ.