„ისლამურ სახელმწიფოსთან“ 3 წლიანი ომის შედეგად ერაყის რეკონსტრუქცია 88 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ყველაზე დაზარალებული ქალაქი ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი, მოსულია, საიდანაც 5 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ერაყი რეკონსტრუქციისთვის 100 მილიონ დოლარს ქუვეითისგან მიიღებს,
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ერაყის მთავრობასთან ქუვეითისგან 100 მილიონი დოლარის გრანტის შესახებ, საიდანაც 15 მილიონი დოლარი ჯანდაცვის სექტორის აღდგენას მოხმარდება“, _ განაცხადა არაბული ეკონომიკის განვითარების ქუვეითის ფონდის წარმომადგენელმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჰუმანიტარული დახმარებისთვის 330 მილიონი დოლარი გამოყვეს.