თბილისში, რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონია დასრულდა. ფიცი 300-მა ახალწვეულმა დადო.
ამის შემდეგ თავისუფლების მოედანზე წვევამდელების საზეიმო მარში გაიმართა. წვევამდელებს და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. მან სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმ ჯარისკაცების თავდადებას, რომლებიც საერთაშორისო მისიებში იმყოფებიან.